ირანი თუ დათანხმდება მიღწეულ შეთანხმებებს, „ეპიკური მრისხანება“ დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, თუ არ დათანხმდებიან, დაიწყება გაცილებით მასშტაბური და ინტენსიური დაბომბვა.
„ირანი თუ დათანხმდება მიღწეულ შეთანხმებებს, რისი დიდი ალბათობაცაა, უკვე ლეგენდარული „ეპიკური მრისხანება“ დასრულდება და მაღალეფექტური ბლოკადა შესაძლებელს გახდის, ჰორმუზის სრუტე ყველასთვის გახსნილი იყოს, მათ შორის, ირანისთვისაც. თუ არ დათანხმდებიან, დაიწყება დაბომბვა და, სამწუხაროდ, ეს იქნება გაცილებით მასშტაბური და ინტენსიური, ვიდრე ადრე“, – წერს დონალდ ტრამპმა.