5 მაისს ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსეთის დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. დაღუპულია 12 ადამიანი.
ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.
„მტრის გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა იზრდება. უკვე 43 ადამიანმა მიმართა ექიმებს, მათი ასაკი 20-დან 66 წლამდეა“, - წერს ივან ფედოროვი.
მისი თქმით, 18 დაშავებული საავადმყოფოშია. მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, 14-ის - საშუალო სიმძიმის. დანარჩენები, სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, მკურნალობას სახლში აგრძელებენ.