ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების განმტკიცება საერთო სტრატეგიულ ინტერესებში შედის და მზად ვართ, აზერბაიჯანთან უფრო სტრუქტურირებული პარტნიორობა განვიხილოთ.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესი ისტორიული შესაძლებლობაა და მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება. ევროკავშირს ამის მხარდასაჭერად გააჩნია არაერთი ინსტრუმენტი, ნდობის განმტკიცების ღონისძიებებიდან დაწყებული, ნნაღმების წინააღმდეგ მოქმედებით დამთავრებული, ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვართ ყველაზე მსხვილი დონორი“, - აღნიშნა აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა კაია კალასმა.