გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეწყვიტოს ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.
ამის შესახებ მერცი X-ზე წერს.
„თეირანი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეწყვიტოს რეგიონისა და მსოფლიოს მძევლად აყვანა: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა უნდა დასრულდეს. თეირანმა არ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი. აღარ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ არც მუქარები და არც თავდასხმები,“ - წერს მერცი.