აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა. იუწყება აზერბაიჯანული მედია.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და იტალია სტრატეგიული პარტნიორები არიან.
„დღეს აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ღრმა შინაარსს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მელონის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება და უფრო მაღალ დონეზე ავა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერნციზაე განაცხადა
მელონიმ ალიევს ასევე უღრმესი მადლობა გადაუხადა ფართო ფორმატში გამართული მოლაპარაკებებისთვის.
„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოება,“ - აღნიშნა მელონიმ.