რუსებმა დნიპროში, საერთო საცხოვრებელზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 11 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საერთო საცხოვრებლის მაცხოვრებლების ნაწილი სარდაფში იმყოფებოდა.
„რუსეთის თავდასხმის შედეგად დნიპროში ერთი ადამიანი დაიღუპა. 11 ადამიანი დაშავდა, მათგან ექვსი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ჰანჯამ.
უკრაინის პრემიერომინისტრ იულია სვირიდენკოს ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა დნიპროს ეროვნული უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელზე, სადაც სტუდენტები და იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.