კვირას, რუსეთის საზღვართან ახლოს, ფინეთის საჰაერო სივრცე უცნობმა დრონმა დაარღვია .
ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
უწყების ინფორმაციით, უცნობი უპილოტო აპარატი დაფიქსირდა ვიროლაჰტის მუნიციპალიტეტში - რეგიონში, რომელიც ესაზღვრება რუსეთის ლენინგრადის ოლქს.
დრონის ტიპი ან წარმომავლობა ჯერ არ არის დადგენილი. აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის იგი აღარ იმყოფება ფინეთის საჰაერო სივრცეში.
საქმეს იძიებს ფინეთის სასაზღვრო სამსახური, რომელიც, სავარაუდოდ, დამატებით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისას გაავრცელებს.
მაუწყებელ Yle ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას 01:57-დან 08:00 საათამდე დროებით შეზღუდეს ფრენები საზღვაო ზონაში კოტკასა და ჰამინას პორტებთან ახლოს, რომლებიც ასევე რუსეთის საზღვართან მდებარეობს.