აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ირანზე სამხედრო დარტყმების განახლება იმ შემთხვევაში, თუ თეირანი „არასათანადოდ მოიქცევა“.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტს ასევე კითხვა დაუსვეს ირანის მიერ ახლახან გადაცემული განახლებული სამშვიდობო წინადადების შესახებ. ტრამპმა აღნიშნა, რომ ელოდება ამ წინადადებების სრულ ტექსტს.
„მათ მომაწოდეს შეთანხმების კონცეფცია. ახლა მომაწვდიან ზუსტ ფორმულირებას“, - თქვა მან.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ირანზე დარტყმების განახლება, ტრამპმა უპასუხა, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს.
„არ მინდა ამის თქმა. ვგულისხმობ იმას, რომ ჟურნალისტს ამას ვერ ვეტყვი. თუ ისინი [ირანელები] ცუდად მოიქცევიან ან რაიმეს არასწორად გააკეთებენ… ვნახავთ. ასეთი შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა მან.