უკრაინაში, კიევი-უჟგოროდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ავტოკრანთან შეჯახების შემდეგ რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შეჯახების შედეგად ლოკომოტივი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ მატარებლის მემანქანე და ავტოკრანის მძღოლი. მემანქანის თანაშემწე გადარჩა, თუმცა მძიმე დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელენული ინფრორმაციით მგზავრები არ დაშავებულან.