სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმს დაესწრება. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. იუწყება რუსული მედია.
უშაკოვის თქმით, ფიცოს გარდა აღლუმს სხვა უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ფიცო აცხადებდა, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავდა თუმცა აღნიშნა, რომ„გამარჯვების აღლუმში“ მონაწილეობას არ მიიღებდა.
ამასთან, 29 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მიმდინარე ვითარების“ გამო 2026 წელს მოსკოვში სამხედრო აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.