გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მეფე ჩარლზის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: „ორი მეფე“.
ფოტო თეთრი სახლის X-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მეფე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა აშშ-ში ოთხდღინი ვიზიტით იმყოფებიან.
გუშინ ჩარლზ მესამე აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვიდა.