აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული ჯული დევისი დატოვებს თანამდებობას, თუმცა უარყო, რომ იგი გადადგა დონალდ ტრამპითან უთანხმოების გამო.
ამის შესახებ უკრაინული მედია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ, ტომი პიგოტიზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უარყვეს ინფორმაცია, თითქოს დევისი თანამდებობას ტრამპთან უთანხმოების გამო ტოვებს.
პიგოტის განცხადებით, დიპლომატი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთისა და უკრაინის შორის მშვიდობის მიღწევაზე, და თანამდებობას ტოვებს დიპლომატიურ სამსახურში 30-წლიანი კარიერის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, დევისი კიევს 2026 წლის ივნისში დატოვებს.
ცნობისათვის, მანამდე გამოცემა Financial Times წერდა, რომ დევისი თანამდებობას ტოვებს, რადგან უკმაყოფილოა ტრამპის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირებით.