რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვედრა გაიმართ. რუსული მედიის ცნობით, საუბარი თითქმის ორი საათს გაგრძელდა.
რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი.
ირანის დელეგაციაში, აბას არაღჩის გარდა, შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ყაზემ ღარიბ-აბადი და ირანის ელჩი მოსკოვიში ყაზემ ჯალალი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და აბას არაღჩის მოლაპარაკებები სასარგებლო იყო.