ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
"ჩვენ განვიხილავთ სამხრეთ კავკასიას. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება. ასევე, ვაპირებთ ვიმსჯელოთ სომხეთისთვის ახალ მისიაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი ძალიან მკაფიოა... ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
როგორც უკვე აღვნიშნე, დღევანდელი დისკუსიების უმეტესი ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანს დაეთმობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ის გზა, რომელსაც ისინი დაადგნენ, ოპოზიციის რეპრესიები, მედიის შეზღუდვა და მიღებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესის დანახვა", - განაცხადა კალასმა.