ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ადმირალის თქმით, ამჟამად ფრონტზე ფაქტობრივად ჩიხური მდგომარეობაა - არც ერთი მხარისგან მნიშვნელოვანი გარღვევები მოსალოდნელი არ არის.
მისივე განცხადებით, რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 35 000 ადამიანს კარგავს.
შედარებისთვის: მთელი 10-წლიანი ავღანეთის ომის განმავლობაში საბჭოთა კავშირის დანაკარგებმა დაახლოებით 20 000 ადამიანი შეადგინა.
„ისინი თვეში დაახლოებით 35 000 ადამიანს კარგავენ. შედარებისთვის: მთელი 10-წლიანი ავღანეთის ომის განმავლობაში საბჭოთა კავშირმა 20 000 ადამიანი დაკარგა. ეს შთამბეჭდავია. მიუხედავად ჩიხური სიტუაციისა, ისინი ყოველდღიურად კოლოსალურ დანაკარგებს განიცდიან. ეს დაუჯერებელია“, - განაცხადა ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონე.
შეკითხვაზე, თუ რა გზა არსებობს უკრაინის გამარჯვებისთვის, ადმირალმა ცალსახად უპასუხა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია რუსეთიის და მისი ეკონომიკის გამოფიტვოთ ისეთ მდგომარეობამდე, როცა მან ვეღარ შეძლოს ომის გაგრძელება.
„დიახ. და თუ ჰორმუზის სრუტეში დაპირისპირება დასრულდება, ჩვენ მოგვიწევს დავუბრუნდეთ სანქციების რეჟიმს და მსგავს ზომებს. სწორედ ამას ვიმედოვნებ,“ - დაამატა მან.