შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, შეიარაღებული ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პირს, მას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„პოლიციამ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ი. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ყაჩაღურად დაუფლებული თანხის ნაწილი.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ გ.ი.- ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო გ.ზ.-სთვის, თუმცა მან მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველების მიერ, დანაშაულის ჩამდენი კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლოთ მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს’,-აღნიშნულია ინფორმაციაში.