ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი 27 აპრილის დილით რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა. ამის შესახებ ირანული სახელმწიფო სააგენტო IRNA იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, არაღჩი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
სანკტ-პეტერბურგის აეროპორტში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან მაღალი დონის შეხვედრები უკვე დიდი ხანია არ გამართულა.
„დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება, განვიხილოთ ომის განვითარება და არსებული ვითარება. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ორ ქვეყანას შორის კონსულტაციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს,“ — განაცხადა არაღჩიმ.
გარდა ამისა, აბას არაღჩი შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და მიმდინარე მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე კონსულტაციებს გამართავს.
მანამდე არაღჩი იმყოფებოდა პაკისტანსა და ომანში, სადაც განხილვების მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იყო.