CNN-ის ინფორმაციით, კოულ თომას ალენმა, რომელმაც თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლა განახორციელა, დაწერა მანიფესტი, როემლშიც „მკაფიოდ მიუთითებდა, რომ სურდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა“.
გამომძიებლებმა სასტუმროში ეს დოკუმენტი აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ალენმა ტექსტების ნაწილი წინასწარ გაუგზავნა ოჯახის წევრებს.
ასევე ცნობილია, რომ კოულ თომას ალენის ძმამ პოლიციას შესაძლო მანიფესტის შესახებ აცნობა.
"მეორე ლოყა მაშინ უნდა მიუშვირო, როცა პირადად შენ გჩაგრავენ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დაკავებულთა ბანაკში გააუპატიურეს. მე არ ვარ მეთევზე, რომელიც სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. მე არ ვარ აფეთქებისას დაღუპული მოსწავლე, არც შიმშილით გარდაცვლილი ბავშვი და არც ის მოზარდი, რომელიც ამ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული მრავალი დამნაშავის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. მეორე ლოყის მიშვერა მაშინ, როცა სხვებს ჩაგრავენ, ქრისტიანული ქცევა არ არის - ეს მჩაგვრელის დანაშაულში თანამონაწილეობაა,“, - წერს კოულ თომას ალენი.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა და მონტგომერის ოლქის პოლიციამ ეჭვმიტანილის და დაკითხეს ოჯახის სახლში ქალაქ როკვილში. მისი თქმით, ძმა ხშირად აკეთებდა რადიკალურ განცხადებებს და მისი რიტორიკა მიანიშნებდა, რომ „რაღაცის გაკეთებას“ გეგმავდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალენმა კომპანია CAP Tactical Firearms-ში შეიძინა ორი პისტოლეტი და ერთი თოფი, რომლებიც მშობლების სახლში ინახებოდა, ისე,რომ მათ არაფერი იცოდნენ.
დის განცხადებით, მისი ძმა რეგულარულად დადიოდა ტირში, რათა იარაღით სროლაში ევარჯიშა და იყო ჯგუფ „The Wide Awakes“-ის წევრი. მისივე თქმით, კოულ თომას ალენი ადრე კალიფორნიაში მონაწილეობდა ანტიტრამპულ საპროტესტო აქციაში „No Kings“.