რუსებმა 25 აპრილს დნიპროზე იერში მეორედ მიიტანა. დაიღუპა 1 ადამიანი. ორი დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაარტყა იმავე რაიონს, რომელსაც ღამითაც დაესხნენ თავს. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
დაშავდა 7 ადამიანი.
ასევე, დილის შეტევის შედეგად დნიპროში ბენზინგასამართ სადგურზე გაჩენდა ხანძარი, ადგილზე დაზიანდა 8 სატვირთო და 4 მსუბუქი ავტომობილი.
ამ ლოკაციაზე დაშავდა ორი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
25 აპრილის ღამეს რუსებმა დნიპროზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა 4 ადამიანი, კიდევ 21 დაშავდა, მათ შორის ბავშვი.