ევროპელებმა უნდა გააქტიურონ მოქმედებები და დაიცვან საკუთარი ინტერესები, რადგან ახლა მათ წინააღმდეგ აშშ, ჩინეთი და რუსეთია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ეს უნიკალური მომენტია, როდესაც აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ცალსახად ევროპელების წინააღმდეგ მოქმედებენ. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო გაერთიანებული, დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო თავდაჯერებულები და შევთავაზოთ საკუთარი პროგრამა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მაკრონი ასევე ელოდება, რომ აშშ-სთან დაძაბულობა გაგრძელდება დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგაც.
"ჩვენ შეგვიძლია აშშ-თან ზოგიერთ საკითხზე ვითანამშრომლოთ, რაც ჯერ კიდევ საკმაოდ ლოგიკურია საერთო ღირებულებებისა და ისტორიული კავშირების გამო, მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ აშშ-ის ეს მიდგომა დიდხანს გაგრძელდება. მისი პირველი მანდატის დროს ბევრი ევროპული ქვეყანა უბრალოდ უყურებდა ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ამბობდა: „კარგი, ეს დასრულდება. ასე რომ, ნუ შევცვლით ნურაფერს“. ახლა ბევრი კოლეგა უფრო ნათლად ხედავს სიტუაციას, უფრო ნათლად საუბრობს, რადგან ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ვამბობთ: „კარგი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ როგორც ევროპელებმა, უფრო გაერთიანებული ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ჩემთვის ეს არის სწორი მიმართულება“, – აღნიშნა მაკრონმა.