ამერიკულ და ირანულ დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ისლამაბადში 27 აპრილს გაიმართება — ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკული პორტალის Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი იუწყება.
„ორმა წყარომ განაცხადა, რომ ამერიკელ წარმომადგენლებსა და არაღჩის შორის შეხვედრა შესაძლოა ორშაბათს გაიმართოს, მას შემდეგ რაც [ კუშნერი და უიტკოფი ცალკე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ პაკისტანელ შუამავლებთან“, — დაწერა მან X-ში.
მისი თქმით, მეორე წყარომ აღნიშნა, რომ არაღჩი შაბათსა და კვირას პაკისტანელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს, რომლებიც აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებას შეეხება. „აშშ-თან სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება განხილული იქნება არაღჩისთან შეხვედრის შემდეგ,“ — ციტირებს რავიდი პაკისტანურ წყაროს.
გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დაგეგმილი აქვს სამუშაო ვიზიტები ომანსა და რუსეთში, რის გამოც აშშ-სთან პირდაპირი კონტაქტების ზუსტი დრო ჯერ არ არის განსაზღვრული.