ბრიტანეთის პრინცი ჰარი, რომელიც უკრაინაში ვიზიტით იმყოფება, ბუჩას ეწვია. ამის შესახებ ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა.
„ბუჩაში პრინც ჰარის შეხვედრის ალბათობა მცირეა, მაგრამ არასდროს არის ნულის ტოლი! მადლობელი ვარ სასექსის ჰერცოგის ვიზიტისთვის, ბუჩისა და ჩვენი ტრაგედიისადმი ყურადღებისთვის, ჰუმანურობისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის,“ — დაწერა ფედორუკმა Facebook-ში.
პრინცი ჰარი ეწვია მემორიალს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძართან, სადაც 2022 წელს სამოქალაქო პირების მასობრივი სამარხი აღმოჩნდა და ტაძრის წინამძღვარსაც შეხვდა.