სახალხო დამცველი ითხოვს დადგინდეს, რამდენად კანონიერადდ მოხდა ბაჩო ახალიას ცოლის და ადვოკატის, ანი ნადარეიშვილის დაკავება - ამის შესახებ ანი ნადარეიშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა. ნადარეიშვილის თქმით, მას ლევან იოსელიანთან პირადად ჰქონდა შეხვედრა და უკვე ხელში აქვს დოკუმენტი, რომლითაც ომბუდსმენი გიორგი გვარაკიძეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
საქმე ეხება 25 დეკემბერის მოვლენებს. მაშინ, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. სუს-ის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.
"სახალხო დამცველთან მქონდა შეხვედრა და მან გადმომცა დოკუმენტი - ეს არის წინადადება, რომელიც მიმართული არის საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე, სადაც სახალხო დამცველი ითხოვს დაიწყონ გამოძიება ჩემი დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პროკურატურისგან რაიმეს გამოძიებას და ჭეშმარიტების დადგენას არ ველოდები, იმიტომ, რომ კარგად ვიცით, რომ პროკურატურა არის რეჟიმის ინსტიტუტი. აქედან გამომდინარე, მე ყველანაირად შევეცდები ის სავალდებულო შიდა სამართლებრივი მექანიზმი ამოვწურო ჩვენს ქვეყანაში, რაც კი მევალება, რომ მერე ეს საქმე წავიღო სტრასბურგში", - აცხადებს ანი ნადარეიშვილი.