ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელზე იერიში მიიტანა.
მათივე ცნობით, ისრაელმა ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმები ჩაახშო.
ცნობილია, რომ საჰაერო განგაშის სიგნალი ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლებულ პუნქტ შტულაში შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე ჩაირთო.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ლიბანის მხრიდან გაშვებული რამდენიმე რაკეტა წარმატებით გაანეიტრალეს. საპასუხოდ, ისრაელის სამხედროებმა დარტყმა მიიტანეს იმ გამშვებ დანადგარზე, საიდანაც ცეცხლი იხსნებოდა.
„გარდა ამისა, განადგურდა კიდევ ერთი დამუხტული და გამოყენებისთვის მზადყოფნაში მყოფი გამშვები დანადგარი. აღნიშნული დანადგარი საფრთხეს უქმნიდა ისრაელელ სამხედროებს და ისრაელის სახელმწიფოს“, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამი კვირით გაგრძელდა.