ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის განაახლოს ომი ირანთან და ის „დააბრუნოს ბნელ და ქვის ხანაში“.
ისრაელ კაცი ამბობს, რომ ისრაელის არმია „ელოდება აშშ-ის მწვანე შუქს — პირველ რიგში, რათა დასრულდეს ხამენეის დინასტიის ლიკვიდაცია“
თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით ქვეყანა „ბნელ და ქვის ხანაში“ დაბრუნდება.
„ამჯერად შეტევა განსხვავებული და სასიკვდილო იქნება და ყველაზე მტკივნეულ ადგილებში დამანგრეველ დარტყმებს მიაყენებს — რაც მის საფუძვლებს შეარყევს და ჩამოშლის,“ — აცხადებს კაცი.
კაცის ეს რიტორიკა ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აპრილში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თეირანი თუ შეთანხმებას არ დადებს, მას „ქვის ხანაში“ დაბრუნება ელოდება.