რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიწვეულია „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე, რომელიც 14–15 დეკემბერს მაიამიში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ პანკინმა რუსულ სამთავრობო სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს მოწვევა „უმაღლეს დონეზე მონაწილეობისთვის“.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, ვინ წარადგენს რუსეთს სამიტზე და პუტინის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი მანამდე თქვა, რომ მას სურს პუტინის ნახვა G20-ის სამიტზე „დამკვირვებლის“ სტატუსით.
გასულ წელს G20-ის შეხვედრაზე რუსეთს წარმოადგენდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მაქსიმ ორეშკინი. პუტინი კი პირადად ბოლოს 2019 წელს მონაწილეობდა სამიტში. უკრაინაში შეჭრის შემდეგ ის სამჯერ აგზავნიდა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.