სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი აცხადებს, რომ სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს არ დაბლოკავს -
"დადასტურდა, რომ ნავთობი „დრუჟბას“ მილსადენით სლოვაკეთში მიედინება — ეს არის შედეგი სლოვაკური დიპლომატიისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ უკრაინულ მხარესთან და ევროპულ კომისიასთან ერთობლივად განხორციელებული კონცენტრირებული ზეწოლის.
მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა — ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო ენერგეტიკის სექტორშიარსებულ ასეთ არასტაბილურ პერიოდში.
ამასთან, დავავალე სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში, ბრიუსელში, რომ ვიდრე ნავთობის მიწოდება გაგრძელდება შეუფერხებლად და შეთანხმებული მოცულობებით, ევროკავშირის დონეზე სანქციების მე-20 პაკეტის მიღების წერილობითი პროცედურა არ დაბლოკოს
. წერს იურაი ბლანარი.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილების დამტკიცების წერილობითი პროცედურა დღეს ოფიციალურად დასრულდება.