უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა The New York Times-ის ცნობას ინფორმაციას„დონილენდის“ შესახებ და განაცხადა, რომ მსგავსი ტერმინი მოლაპარაკებების დროს არ გამოყენებულა.
ამის შესახებ მან The Guardian-ის კითხვაზე პასუხად განაცხადა.
მანამდე The New York Times წერდა, თითქოს უკრაინამ აშშ-ს დონბასის „დონილენდად“ გადარქმევა შესთავაზა — აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი პატივსაცემად. გამოცემის ინფორმაციით, იდეა თავდაპირველად ხუმრობით გაჩნდა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებებზე გამოიყენეს, რათა ტრამპისთვის ეამებინათ და რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციისკენ წაეხალისებინათ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ინფორმაცია უარყო.
„ჩემს მოლაპარაკებებში გამოყენებული იყო მხოლოდ ტერმინები — „დონეცკის ოლქი“, „ლუჰანსკის ოლქი“, „ჩვენი დონბასი“ ან „უკრაინის ტერიტორია“. არსებობს შესაბამისი დოკუმენტებიც, რომლებიც ამას ადასტურებს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
„ჩემი აზრით, მთავარია, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები დარჩეს უკრაინის ტერიტორიად და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ გახდეს„პუტინლენდი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გამოცემა ასევე აღნუშნავს, რომ თეთრი სახლი არაერთხელ ახდენდა ზეწოლას უკრაინაზე, რათა დონბასი რუსეთისთვის გადაეცა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში და განიხილავდა რეგიონის დემილიტარიზებულ ზონად ქცევას რუსეთის კონტროლის ქვეშ. კრემლი კი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპი აგვისტოში ალასკაში სამიტზე ვლადიმირ პუტინს დონბასის გადაცემას დათანხმდა.