23 აპრილის ღამეს რუსეთის საოკუპაციო არმიამ დნიპროს დაარტყა. ქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, გაჩნდა ხანძრები, დაიღუპა ორი ადამიანი, 10 კი დაშავდა.
ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ჰანჯა ავრცელებს.
მისი თქმით, შეტევის შედეგად ქალაქის სხვადასხვა რაიონში გაჩნდა ხანძრები და დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.
მისი ინფირმაციით, მტერმა დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დარტყა, ხანძარი რამდენიმე ბინაში გავრცელდა.
მისივე თქმით, ქალაქში ასევე დაიწვა ავტომობილები და ერთ-ერთი მაღაზია.