ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მხარი დაუჭირეს უკრაინასთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას და ასევე დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი.
როგორც The Guardian წერს, ევროკავშირში კვიპროსის თავმჯდომარეობის ცნობით, წევრი ქვეყნების ელჩებმა 90 მილიარდი ევროს კრედიტს „მწვანე შუქი“ მისცეს.
მათი ინფორმაციით, შემდეგ ეტაპზე დოკუმენტები წერილობით პროცედურას გაივლის, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას საბოლოოდ დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო.
მოსალოდნელია, რომ წერილობითი პროცედურა 23 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დასრულდება — სწორედ იმ დროს, როცა ევროკავშირის ლიდერები შეხვედრაზე შეიკრიბებიან კვიპროსიში.
ცნობისთვის, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებოდნენ და მათი თანხმობის წინაპირობად „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენას ასახელებდნენ. დღეს უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.