ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ირანი არ გეგმავს ახალი მოლაპარაკებების რაუნდის გამართვას აშშ-თან მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პაკისტანში შეხვედრების გამართვა დააანონსა.
მისი თქმით, ირანი უარს ამბობს მოლაპარაკებებზე, რადგან აშშ-მა შეთანხმება მისი შესრულების პროცესშივე დაარღვია. მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მიერ ირანული პორტების ბლოკადა და განაცხადა, რომ თეირანს ახსოვს ამერიკული თავდასხმები წინა დიპლომატიური პროცესების დროს.
ამასთან ბაღაის თქმით, ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი,
მისი თქმით, ირანი გააგრძელებს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვას.
„ამერიკელები თამაშობენ თამაშს და ირანს ადანაშაულებენ. ისინი ამას აგრძელებენ ნაცვლად იმისა, რომ კონსტრუქციული როლი შეასრულონ. ჩვენ კი არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი სიმართლეს იტყვიან — ისინი ყოველთვის ჩვენ გვადანაშაულებენ,“ - განაცხადაესმაილ ბაღაიმ.