წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი ლიდერობს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია „პროგრესულ ბულგარეთს“ 44.48% აქვს. დაახლოებით 14% აქვს კოალიცია „დემოკრატიული ბულგარეთის“ და ცენტრისტული პარტიის, „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ ბლოკს, ხოლო 13%-ზე მეტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტიას.
წინასწარი შედეგებით, „პროგრესულ ბულგარეთს“ შესაძლოა, ახალი მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ჰქონდეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, "პროგრესულ ბულგარეთის“ გამარჯვებამ, შესაძლოა, ამ ეტაპზე, დაასრულოს არასტაბილურობა, რომელმაც ქვეყანაში ბოლო ხუთ წელიწადში რვა არჩევნები გამოიწვია.
Reuters ასევე წერს, რომ ევროსკეპტიკოსი რუმენ რადევი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ეწინააღმდეგება.