ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა გუშინ კიევში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოთქვა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
ბუდრისმა გამოხატა ლიეტვის სოლიდარობა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ „ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს“.
„ვუსამძიმრებთ გულწრფელად კიევის მცხოვრებლებს საშინელი სროლის გამო, რომელმაც სულ მცირე ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა კიდევ უამრავი ადამიანი", - წერს ბუდრისი.
ტერაქტის გამო სამძიმარი ასევე გამოთქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
18 აპრილს, შაბათს, კიევის გოლოსეევსკის რაიონში მამაკაცმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. პოლიციამ დამნაშავის დასაკავებლად სპეციალური ოპერაცია ჩაატარა.
თავდამსხმელი ლიკვიდირებულია,
მედიის ინფორმაციით, ის 58 წლის დმიტრი ვასილჩენკოვის. დაიბადა მოსკოვში, ჰქონდა უკრაინის მოქალაქეობა. ადრე ცხოვრობდა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, მოგვიანებით კი კიევის გოლოსეევსკის რაიონში გადავიდა.