აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია 10 აპრილს ეწვია კუბის დედაქალაქს ჰავანა, სადაც კუბის ხელმძღვანელობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების სერია გამართა. ამის შესახებ გამოცემა Axios, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ვიზიტი, რომლის შესახებ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, პირველი იყო 2016 წლის შემდეგ, როდესაც კუნძულს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვია.
Axios-ის წყაროს ინფორმაციით, ჰავანაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. წყაროს შეხვედრების მონაწილეთა სახელები არ დაისახელებია კუბის ყოფილი ლიდერის რაულ კასტროს შვილიშვილის, რაულ გილიერმო როდრიგეს კასტროს გარდა.
„უმცროსი კასტრო აშშ-ის მიერ განიხილება როგორც ფაქტობრივი წარმომადგენელი თავისი ბაბუისა, რომელიც კუბაში რეალურ ძალაუფლებად რჩება“, — წერს გამოცემა.
17 აპრილს გაზეთი The Wall Street Journal წერდა, რომ რაულ როდრიგეს კასტრომ სცადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის წერილის გადაცემა ოფიციალური დიპლომატიური არხების გვერდის ავლით. წერილში, როგორც იუწყებიან, იგი ტრამპს სანქციების შერბილების სანაცვლოდ ეკონომიკურ და საინვესტიციო შეთანხმებებს სთავაზობდა.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა კუბაში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები იყო, რასაც აშშ დაჟინებით მოითხოვს. თუ კუბა ასეთ ნაბიჯებს დათანხმდება, ვაშინგტონი მზად არის კუნძულს ეკონომიკური დახმარება გაუწიოს — მათ შორის შეამსუბუქოს მრავალწლიანი სავაჭრო ემბარგო და მისცეს წვდომა სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაზე Starlink-ზე.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კასტროს რეჟიმს ასევე განუცხადეს, რომ „კუბის ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაშია“,
გამოცემის ვნობით, თქმით, ამერიკელებმა კუბის ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ რეფორმების გასატარებლად მათ „მხოლოდ ვიწრო შესაძლებლობის ფანჯარა“ აქვთ, ვიდრე „სიტუაცია შეუქცევადად გაუარესდება“.
„კუბელ ჩინოვნიკებს პირდაპირი მუქარის გარეშე, აშშ-მა ნათლად მიანიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს კუნძულზე კატასტროფას“, - წერს გამოცემა.