უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის თურქეთში გაიმართოს შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის მონაწილეობით.
როგორც სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინამ ეს წინადადება უკვე გადასცა თურქულ მხარეს, რადგან თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფორმატი მოიცავს ზელენსკისა და პუტინის პირდაპირ დიალოგს ერდოღანისა და ტრამპის ჩართულობით.