უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ის ყველაზე მეტად ამაყობს.
ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას:
„იმედი მაქვს, რომ აშშ არ შეწყვეტს დახმარების გაწევას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ისინი ამ ომს არ მიატოვებენ.“
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავად ვაშინგტონისთვისაც, რადგან ის ეხმარება მათ ევროპასთან კავშირების შენარჩუნებაში.
„იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები არ შეწყვეტს ჩვენთვის დეფიციტური სისტემების მიწოდებას. ეს ჩვენთვის საკვანძო საკითხია. ჩვენ იარაღის შესაძენად ვიყენებთ არა ამერიკულ, არამედ ევროპულ თანხებს, მათ შორის ნიდერლანდების მხარდაჭერას,“ - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, PURL-ის პროგრამა, რომელიც ევროპასთან არის დაკავშირებული, აჩვენებს ერთიანობას.
„მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გაძლიერების რისკების გათვალისწინებით, ასეთი საფრთხეები არსებობს. რატომ გააკეთა ვიცე-პრეზიდენტმა ასეთი კომენტარი? გთხოვთ, მას ჰკითხოთ. ყოველდღე რაღაც ახალი ამბავია,“ - თქვა უკრაინის ლიდერმა.