ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, მადიარმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ აპირებს გააგრძელოს უნგრეთსა და ისრაელს შორის მჭიდრო ურთიერთობები და მიიწვია იგი ღონისძიებაზე, რომელიც უნგრეთის აჯანყების 70 წლისთავს ეძღვნება.
მადიარის მიწვევა მიუთითებს იმაზე, რომ ის მზად არის ნეთანიაჰუს უნგრეთში უმასპინძლოს, მიუხედავად იმისა, რომ მან ადრე განაცხად, რომ ქვეყაას დაუბრუნდება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომელმაც ნეთანიაჰუს მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცა ღაზაში ომის დანაშაულების ბრალდებით. ორბანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცედურა 2025 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ბუდაპეშტში ნეთანიაჰუს უმასპინძლა. უნგრეთი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა, ვალდებული იყო, ნეთანიაჰუ დაეკავებინა.
ნეთანიაჰუ დადებითად გამოეხმაურა მადიარის განცხადებებს და ის იერუსალიმში თავადაც მიიწვია.
პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანთან არსებული თბილი ურთიერთობები გაგრძელდება მადიარის მმართველობის დროსაც და ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მათი საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან თანამშრომლობის გასაგრძელებლად.