აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო 34 წლის განმავლობაში პირველად ისრაელისა და ლიბანის ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ
ამის შეასხებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„ვცდილობთ, ისრაელსა და ლიბანს შორის მცირე ამოსუნთქვის შესაძლებლობა მივიღოთ. ორი ლიდერი ძალიან დიდი ხანია არ საუბრობდა ერთმანეთთან — დაახლოებით 34 წელი. ეს ხვალ მოხდება,“- წ ერს ტრამპი.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანის მთავრობამ და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვეს ჰ ეზბოლას წინააღმდეგ დარტყმების შეჩერება, რათა მომავალ კვირას დაგეგმილი ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დაწყებულიყო.