აშშ-მა ირანთან დაკავშირებული პირების, ორგანიზაციებისა და გემების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სანქციები დაუწესდა სამ ფიზიკურ პირს, ცხრა გემსა და 17 იურიდიულ სუბიექტს.
მანამდე ბესენტმა აღნიშნა, რომ ორმა ჩინურმა ბანკმა სახაზინო დეპარტამენტისგან გაფრთხილება მიიღო: თუ დადასტურდება, რომ მათ ანგარიშებზე ირანული სახსრები ინახება, შეერთებული შტატები მათ წინააღმდეგ მეორად სანქციებს დააწესებს. ბესენტის თქმით, ანალოგიური გაფრთხილება გაეგზავნათ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ.