თურქეთში, ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სკოლაში 14 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა და სულ მცირე ცხრა ადამიანი მოკლა, მათ შორის რვა თანაკლასელი, კიდევ 13 ადამიანი კი დაჭრა.
თავდასხმა მოხდა ქაჰრამანმარაშის რეგიონში. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, მუსტაფა ჩიფჩის თქმით, დაღუპულებს შორის რვა მოსწავლე და ერთი მასწავლებელიa, ხოლო დაჭრილთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო ოთხ დაღუპულზე.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ტერორისტული თავდასხმა არ ყოფილა.
მანამდე ქაჰრამანმარაშის გუბერნატორმა მუქერემ უნლუერმა განაცხადა, რომ თავდამსხმელმა პოლიციასთან დაპირისპირების დროს თავი მოიკლა.
მისი თქმით, მერვე კლასის მოსწავლე სკოლაში მივიდა ხუთი ერთეული იარაღითა და შვიდი მჭიდით, რომლებიც სავარაუდოდ ეკუთვნოდა მის მამას — ყოფილ პოლიციელს. ის შევიდა ორ კლასში, სადაც მეხუთე კლასის მოსწავლეები იყვნენ, და სროლა დაიწყო .