თურქეთში, ქაჰრამანმარაში ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ქაჰრამანმარაშის გუბერნატორმა მუქერემ უნლუერმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა. დაშავებულთაგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულებს შორის ერთი მასწავლებელი და სამი მოსწავლეა.
მისივე თქმით, თავდამსხმელი მერვე კლასის მოსწავლეა.
გავრცელებული ცნობებით, ის სკოლაში ზურგჩანთით მივიდა. თავდამსხმელს თან ჰქონდა 5 ცეცხლსასროლი იარაღი და 7 მჭიდი, რომლითაც მან თავდასხმა განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის მამა ყოფილი სამართალდამცავი იყო და მიიჩნევა, რომ გამოყენებული იარაღი სწორედ მას ეკუთვნოდა.
გუბერნატორის თქმით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
„მან ქაოსის დროს თავი მოიკლა. ჯერჯერობით არ ვიცით, ეს თვითმკვლელობის განზრახვით გააკეთა თუ ქაოსის გამო. მამამისი ყოფილი პოლიციელია და ვვარუდობთ, რომ მას მამამისის იარაღები ჰქონდა. თავდასხმა 5 იარაღით და 7 მჭიდით განახორციელა“, - განაცხადა ქაჰრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორმა.