აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება, თუმცა აშშ ჯერ არ ასრულებს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია Fox News-თან, ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ის [კონფლიქტი] დასასრულს უახლოვდება, დიახ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამის მიუხედავად, ამერიკის ლიდერის თქმით, აშშ ოპერაციას ჯერ არ ასრულებს.
„ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია… ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა“, - გამაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამასთან, Fox News-ის ჟურნალისტ მარია ბარტირომოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განახლებას არ აპირებს.
„მე ვკითხე მას, დასრულდა თუ არა ომი, და მან მიპასუხა: „დასრულდა“, - თქვა ჟურნალისტმა