რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი არ აპირებს მიულოცოს პეტერ მადიარის პარტიას, „ტისას“ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.
„ჩვენ არ ვუგზავნით მილოცვებს არამეგობრულ ქვეყნებს. ხოლო უნგრეთი არამეგობრული ქვეყანაა, რადგან ის მხარს უჭერს ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს,“ — განაცხადა მან ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.
დმიტრი პესკოვმა დამატებით განაცხადა, რომ მოსკოვი დააკვირდება, როგორი იქნება უნგრეთის ახალი ხელმძღვანელობის „ზოგადი ხაზი“ — იქნება ის უფრო პრაგმატული თუ პოლიტიზებული.
მისი თქმით, რუსეთს უკვე ჰქონდა დიალოგი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან.
„ჩვენ ღია ვართ კარგი და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად,“ - თქვა პესკოვმა.