არც უნგრეთის და არც რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უნგრულ მედიას განუცხადა.
„კარგი იქნებოდა, გვყავდეს მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხის რეალურ პრობლემებს მოაგვარებს. თუ ასეთი ვითარება იქნება, მაშინ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს. არც უნგრეთის და არც რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც კიდევ გარკვეული დროით დარჩება. აუცილებელია დივერსიფიკაციის გაძლიერება, მაგრამ ეს მყისიერად არ მოხდება. თუ საჭირო გახდება, მოლაპარაკებებს გავმართავთ, თუმცა მეგობრები არ გავხდებით“, - განაცხადა მადიარმა.
პოლიტიკოსმა უპასუხა უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელიც აფრთხილებდა, რომ "ტისა" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „პრო-უკრაინულ მთავრობას“ შექმნიდა.