ამერიკის შეერთებული შტატები 13 აპრილს, დილის 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს. გმადლობთ ამ საკითხის მიმართ ყურადღებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ბლოკადა ყველა ქვეყნის გემზე გავრცელდება, „რომლებიც შედიან ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, კერძოდ, სპარსეთისა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებში ან იქიდან გამოდიან“.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაიწყებს ჰორმუზის სრუტეში შემავალი და გამომავალი ყველა გემის ბლოკადას.