პარტია "ტისას" ლიდერმა პეტერ მაგიარმა მოქალაქეებს მოუწოდა წავიდნენ არჩევნებზე და დაარწმუნონ ყველა მეგობარი, ნათესავი და ნაცნობი, რადგან მისი თქმით, უნგრეთის ისტორია დღეს იწერება.
"დღეს უნგრეთის ისტორია იწერება, ერთად, მილიონობით ადამიანთან ერთად. დღეს ღამით, დასრულდება კოშმარი, რომელშიც ბოლო წლებში ვცხოვრობდით“, - თქვა მაგიარმა.
მან ასევე თქვა, რომ დღეს უამრავი უნგრელი წავიდა „სისტემის შეცვლისთვის და ერთად ისტორიის დასაწერად“ და აღნიშნა, რომ დემოკრატიის დღესასწაულის წინაშე დგანან.
მისი თქმით, ხმის მიცემისას ფიქროდბა თავის მშობლებზე და ბებია-ბაბუაზე, რომლებმაც მას პატრიოტიზმი ასწავლეს, ასევე საკუთარ შვილებზე, რომლებიც „ისევე როგორც მილიონობით ახალგაზრდა უნგრელი, იმსახურებენ სიყვარულით სავსე, გამართულ და ადამიანურ ქვეყანას“.
მან ხალხს სთხოვა, დაურეკონ ყველას და უთხრან, რომ ეს არის „გადამწყვეტი არჩევნები“.
„დიდი ხანი აღარ გვექნება ასეთი შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მაგიარმა. .