ოთხშაბათს ერაყში, ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები დრონებით განხორციელებული თავდასხმის ქვეშ მოექცნენ.
როგორც CNN იტყობინება , თავდასხმა განხორციელდა საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდ არის და ადგილზე რჩება. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი დაჯგუფებაა პასუხისმგებელი თავდასხმაზე.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა დაიწყეს სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ, ერაყში პროირანული დაჯგუფებების მხრიდან ამერიკულ პერსონალსა და ობიექტებზე ათობით თავდასხმა დაფიქსირდა.
ოთხშაბათის ინციდენტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან იგი მოხდა იმავე დღეს, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ვაშინგტონმა მკაცრად დაგმო თავდასხმა და მოუწოდა ერაყის მთავრობას სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ.
მანამდე აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებულმა ერაყულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე დრონით თავდასხმა განახორციელეს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტისა და დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრის სიახლოვეს.