ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხაბაზი "დამნაშავედ ცნეს" რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობას გულისხმობს. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"2022 წლის მარტში ხაბაზი უკრაინაში პოლონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შევიდა, სადაც დაქირავებული მებრძოლის სახით შეუერთდა საქართველოს ეროვნულ ლეგიონს. მან სამხედრო წვრთნები გაიარა საწვრთნელ ბაზებზე, უზრუნველყოფილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით და მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სხვადასხვა შეხების წერტილში 2026 წლის იანვრამდე",- აცხადებს .ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურა.