ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა, რომ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაიცავს შეერთებული შატატები ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებებს ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით ლიბანში.
ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ლიბანში საომარი მოქმედებების შეწყვეტა არის იმ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი, რომელიც შუამავლობით შესთავაზა პაკისტანმა. მისი თქმით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ ვალდებულია შეწყვიტოს ომი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, და ნებისმიერი ნაბიჯი ამ ვალდებულების წინააღმდეგ ნიშნავს, რომ აშშ არ ასრულებს საკუთარ დაპირებებს.
ბაღაეიმ ასევე აღნიშნა, რომ პაკისტანის მთავრობამ ორივე მხარე მიიწვია ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის. მისი თქმით, ეს წინადადება განიხილება, თუმცა მოლაპარაკებების ჩატარება დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებს თუ არა ირანი გარანტიებს, რომ აშშ შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ყველა ფრონტზე.
კითხვაზე, ვინ შევა ირანის დელეგაციაში ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, მან უპასუხა, რომ თუ ვიზიტის გეგმა საბოლოოდ დამტკიცდება, დელეგაციის შემადგენლობაც გამოცხადდება.