რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული მადია კრემლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს დაევალათ ამ პერიოდში ყველა მიმართულებით საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ჯარები მზად უნდა იყვნენ მტრის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისა და ნებისმიერი აგრესიული მოქმედების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციის მაგალითს მიჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.